ამსტერდამის აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ თენ ჰაგმა ესპანურ გამოცემა მუნდო დეპორტივოს (Mundo Deportivo) განუცხადა, რომ არ აპირებს ჰოლანდიური კლუბის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ მის მომავალზე უამრავი ჭორი ვრცელდება.
„ძალიან დიდი პატივია, რომ ჩემს სახელს უკავშირებენ ისეთ კლუბებს, როგორებიცაა ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი, მაგრამ მე მოქმედი კონტრაქტი მაქვს და თან აიაქსში თავს კარგად ვგრძნობ. კლუბთან ერთად ახალ გეგმებს განვიხილავთ, ასე რომ არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა თენ ჰაგმა.