ერიკ პიმენტალი - ბოლო სამი მატჩის მოგებამ „ტორპედო“ უფრო თავდაჯერებული გახადა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ბრაზილიელემა მცველმა, ერიკ პიმენტელმა კომენტარი გააკეთა ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშებსა და ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე.
„პირველ რიგში, მსურს, აღვნიშნო, რომ უზომოდ შეყვარებული ვარ კლუბსა და „ტორპედოს“ საოცარ გულშემატკივარზე.
ბოლო სამი მატჩი მოვიგეთ – ეს არის ის, რაც გვჭირდებოდა და რაც უფრო თავდაჯერებულს გვხდის. კარგად ვემზადებით, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. მოედანზე ყველა ვიბრძვით და შედეგიც ჩანს.
ვიცით, რომ „სამგურალთან“ რთული შეხვედრა იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ერიკ პიმენტალმა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 22 წლის ბრაზილიელი მცველი, ერიკ პიმენტელი თებერვალში დაიმატა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. პიმენტელი ქართულ გუნდს პორტუგალიური „პორტუ II“-დან შეუერთდა, მანამდე კი „ვასკო და გამაში“ თამაშობდა.