ერიკ ბლედსოუ "მილუოკიში" ითამაშებს
ერიკ ბლედსოუ "მილუოკიში" ითამაშებს

“მილუოკიმ”და “ფინიქსმა” ფაქტობრივად მიაღწიეს შეთანხმებას “სანსის” გამთამაშებლის, ერიკ ბლედსოუს “ბაგსში” გაცვლასთან დაკავშირებით.

სანაცვლოდ “ფინიქსი” გრეგ მონროს მიიღებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლედსოუ გუნდთან ერთად 22 ოქტომბრის შემდეგ აღარ იმყოფება. მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა – “მე აღარ მსურს აქ”.

სწორედ ამის შემდეგ “ფინიქსის” ხელმძღვანელობამ მკაცრი პოზიცია დაიჭირა კალათბურთელის გაცვლასთან დაკავშირებით