ერგნეთში შეხვედრა იმართება
ერგნეთში შეხვედრა იმართება

ერგნეთში შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში რუსული მხარის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ასევე, გავრცელებული ცნობით, შეხვედრას ესწრება საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

შეხვედრას ტექნიკურად ორგანიზებას უწევს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, თუმცა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, უშუალოდ შეხვედრაში თავად არ მონაწილეობენ.

„ჩვენ არ ვართ ჩართული ამ შეხვედრაში. ეს არის ეუთო-ს შეხვედრა“, – აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

ამასთან, არ კონკრეტდება, რა საკითხებზე მსჯელობენ შეხვედრაზე, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოსური მხარის მიერ დაკარგულებად გამოცხადებული სამი პირის – ალან ხუგაევის, ალან ხაჩიროვისა და სოლტან პლიევის საკითხს.

ცნობისთვის, გუშინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები დაესწრნენ.