ერგნეთში, ომის მუზეუმში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ერგნეთში, ომის მუზეუმში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ერგნეთში, ომის მუზეუმში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. ფოტოწიგნი sHEROes გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. ეს არის ამბავი 2008 წლის ომის შესახებ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების. წიგნში 60-დე ქალის ისტორიას შესული.

sHEROes სწორედ ასეთი ქალების, რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.

„sHEROes სწორედ ასეთი ქალების, რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია. ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე“,- აცხადებს სალომე ბენიძე.

2018 წლის აგვისტოში წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა ასევე გაიმართება თბილისში, გორში, ტყვიავში, ბათუმსა და ქუთაისში.