ერგნეთში კახა ქემოკლიძე მურად ჯიოევსა და იური რეზრიჩენკოს შეხვდა 
ერგნეთში კახა ქემოკლიძე მურად ჯიოევსა და იური რეზრიჩენკოს შეხვდა 

ერგნეთში, არაფორმალური შეხვედრა დასრულდა. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი მურად ჯიოევი და რუსეთის ფეესბეს სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელი იური რეზრიჩენკო ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყება ჭიანურდება.

როგორც კახა ქემოკლიძემ განაცხადა, შეხვედრა აუცილებლად დაიწყება.

„ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის. ასევე ოკუპირებულ ახალგორში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს შესაძლებლობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.