ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

13:27, 19.11.2020

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება.

შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება სახელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისი იქნება.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა.

მსგავსი