ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური შეხვედრა გაიმართება
საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დღეს მხარეები ერგნეთში იმსჯელებენ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეშვიდე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. სწორედ ჩორჩანაში შექმნილი ვითარება დასახელდა დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან გამშვები საგუშაგოების ჩაკეტვის მიზეზად.
დე ფაქტო რეჟიმი სოფელ ჩორჩანაში ქართული საპოლიციო პოსტის მოხსნას ითხოვს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საგუშაგოს მოხსნის საკითხს არ განიხილავს და საოკუპაციო რეჟიმს ჩორჩანა-წნელისთან უკანონო მოქმედებების შეწყვეტისა და გამშვები საგუშაგოების გახსნისკენ მოუწოდებს.