ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

რიგით მეშვიდე ტექნიკურ შეხვედრაზე სოფლებს – ჩორჩანასა და წნელთან არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე ისაუბრებს.

„დღევანდელი შეხვედრა ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებსა და საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობებს მიეძღვნება. საუბარი იქნება გადასასვლელების ჩაკეტვაზე, რაც დე ფაქტო რეჟიმმა პირდაპირ დაუკავშირა ჩორჩანას მოვლენებს. კვლავ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებსა და ხედვებს ადგილზე ტემპერატურის დაწევის მიზნით აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.  ვისაუბრებთ უკანონო დაკავების საკითხზე. რაც შეეხება პროვოკაციულ განცხადებებს, ჩვენ არ გვინდა, ამ განცხადებების კომენტირება და საკუთარი რიტორიკა დავუახლოვოთ განცხადებების პათოსს. ჩვენ შეხვედრაზე მივდივართ სასაუბროდ, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. რადგან მოვდივართ, ვხედავთ გზას და გვაქვს იმედი, რომ ეს არის შესაძლებელი“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.