ერგნეთში გაიმართა აქცია, რომელზეც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
ერგნეთში გაიმართა აქცია, რომელზეც რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის პარალელურად, აქცია გაიმართა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რუსული ოკუპაცია გააპროტესტა და დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. არასამთავრობო მოძრაობა „ახალგაზრდა თაობა“ და „ახალი ძალა საქართველოსთვის“ ახალგაზრდები ერგნეთში სიმბოლურად მავთულხლართით და საქართველოს დროშით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას სთხოვენ.

„ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას და თანადგომას ვუცხადებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლების დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში არიან. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, თუმცა ვხედავთ, რომ შედეგი არ მოჰყვება. ხელისუფლება ვერ ხედავს, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან. ისევ აგრძელებენ რუსები ქარელის სოფლებში სამუშაოებს და მიწების მიტაცებას“, – განაცხადა „ახალი ძალა საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ლუკა შველიძემ.

დატოვე კომენტარი