ერგნეთში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
ერგნეთში „ევროპული საქართველოს“  წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მივიდა. „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებმა ცხინვალთან ერთ კილომეტრში, ათი წლის წინანდელი, აგვისტოს დღეები გაიხსენეს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

„ეს ერთი კილომეტრი ქართულმა საზოგადოებამ ერთად უნდა გავიაროთ და ერთად  აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. დღეს აქ მოსული ადამიანები უარს ეუბნებიან ოკუპაციას. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ამ კილომეტრის ნახევარი უკვე გაიარა. ქართველები არ უნდა შევეგუოთ ოკუპაციას, არ ჩამოვუშვათ ხელები. თითოეული ადამიანი ვინც დღეს აქ დგას და არას ეუბნება ოკუპაციას, მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში,”-განაცხადა  დავით ბაქრაძემ.