ერგნეთის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე იმსჯელებენ
ერგნეთის შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე იმსჯელებენ

ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე იმსჯელებენ.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.

ერთმანეთს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი მურად ჯიოევი და სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ხვდებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.