ერევნის სასამართლომ შირაკის არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა [ვიდეო]

ერევნის ერევნის საქალაქო სისხლის სამართლის სასამართლომ შირაკის არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე არმინე მელიკსეტიანმა გამოაცხადა. პროკურატურა არქიეპისკოპოსისთვის ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობას ითხოვდა.

ცნობისთვის, მიქაელ აჯაპაჰიანს ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებში ედებოდა ბრალი. ის 2025 წლის ივნისში დააკავეს.

აჯაპაჰიანი იყო იმ 17 პირს შორის, რომლებიც „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის“ სისხლის სამართლის საქმეზე დააპატიმრეს. საქმეში მონაწილეობდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური ოპონენტი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. გალსტანიანი იმ მომიტინგეებს ლიდერობდა, რომლებიც 2024 წელს პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.