ერევნის ერთ-ერთ რესტორანში ყოფილი დეპუტატი მოკლეს
ერევნის ერთ-ერთ რესტორანში ყოფილი დეპუტატი მოკლეს

ერევნის ერთ-ერთ რესტორანში სროლისას ყოფილი დეპუტატი კარო კარაპეტიანი მოკლეს. ინფორმაციას სომხეთის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, კარო კარაპეტიანი რესტორანში დაპირისპირების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. ჩხუბისა და სროლის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის
ადგილიდან ამოღებულია პისტოლეტი და მასრები.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მისი დაკავების მიზნით, ღონისძიებები მიმდინარეობს.

კარო კარაპეტიანი სომხეთის პარლამენტში 2007-2012 წლებში მუშაობდა, გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრი იყო და პოლიტიკის გარდა, ბიზნესით იყო დაკავებული.

დატოვე კომენტარი