სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ერევანში, სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან მეორე დღეა, იმყოფებიან უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების ნათესავები, რომლებსაც შენობასთან მისასვლელები აქვთ გადაკეტილი.

მათ შეუერთდნენ სამხედრო ტყვეების ოჯახები, რომლებიც თავიანთი ახლობლების დაბრუნებას აზერბაიჯანიდან დღეს ელოდებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროსთან პოლიციასა და შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდა. სომხური გამოცემა „პანორამა“ წერს, რომ დაძაბული ვითარების გამო თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების ევაკუაცია ვერტმფრენებით ხორციელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები მათთან თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის უფროსის გასვლას და ახსნა-განმარტებების მიცემას ითხოვენ.