ერევანში, სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

18:23, 13.03.2021

ერევანში, სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მომიტინგეთა ჯგუფმა რეზიდენციაში შესასვლელის გადაკეტვა სცადა, რათა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შენობაში არ შეეშვა.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შეხვდა. პრეზიდენტის მცდელობა, ერთად შეეკრიბა მთავრობის მეთაური და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც არმენ სარქსიანმა მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრა დაგეგმა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ფაშინიანმა და სარქსიანმა განიხილეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და შიდაპოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. აღნიშნულ კონტექსტში განხილული იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვარიანტი.

მსგავსი