ერევანში, პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
ერევანში, პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

ერევანში,  სომხეთის პარლამენტის (ეროვნული კრება) შენობასთან უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია.

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები უკვე იკრიბებიან. მათ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი.

პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი აქციის მონაწილეები სარგსიანის პრემიერად არჩევას აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია „ელქის“ ლიდერი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებს ერევნის ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდებს.  12:00 საათზე ფაშინიანი აქციის მონაწილეებს მიმართავს.

ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, ერევანში საპროტესტო აქციები 13 აპრილს დაიწყო.

გუშინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ერევანში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ბრალდებით, გასული დღის განმავლობაში, 29 დემონსტრანტია დაკავებული.

სამართალდამცველები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, მომიტინგეებთან დისტანცია დაიცვან.