ერევანში ოპერის თეატრის მახლობლად, სკვერში მდებარე კაფეს თანამშრომლები აქციას მართავენ. დემონსტრანტები კაფეს დანგრევას აპროტესტებენ. ერევნის მერიამ სკვერის კეთილმოწყობა და კაფეს აღება გადაწყვიტა. სომხური მედია წერს, რომ შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი უმუშევარი რჩება.
დემონსტრანტები ოპერის სახლის მიმართულებით გადაადგილდნენ და თუმანიანის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ერევნის მერთან, აიკ მარუთიანთან ითხოვენ შეხვედრას. აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშტოცის გამზირიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
თავად მერმა, მოსახლეობას განუცხადა, რომ კულტურული კერის ატმოსფეროს დაბრუნების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.