ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყეს და რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც ისინი სამომავლო გეგმების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.

სომხეთში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

დატოვე კომენტარი