ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. შესაბამის ინფორმაციას სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.

17 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილმა „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობამ“ 22 დეკემბერი საყოველთაო გაფიცვის დღედ გამოაცხადა.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.

დატოვე კომენტარი