ერევანში ნიკიტა სიმონიანისა და „არარატის“ სამი წევრის ქანდაკებები მოიპარეს
სომხეთის დედაქალაქ ერევანში უცნობებმა მოიპარეს მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფორვარდის ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება, რომელიც „არარატ 73“-ის სკულპტურის ნაწილი იყო. ეს სკულპტურა „რაზდანის“ სტადიონის გვერდით დგას. ინფორმაცია სააგენტო „არმენპრესმა“ გაავრცელა.
როგორც ირკვევა, ასევე მოიპარეს სომხური კლუბის ყოფილი წევრების – რობერტ ცაგიკიანის, ონიკ აბრამიანისა და არუთინ კეეიანის ქანდაკებები.
ეს სკულპტურა 2016 წელს დაიდგა საფეხბურთო კლუბ „არარატის“ საპატივცემულოდ, რომელმაც 1973 წელს სსრკ-ის ჩემპიონატი და სსრკ-ის თასი მოიგო.
ნიკიტა სიმონიანი 1973-74 და 1984-85 წლებში „არარატის“ მთავარი მწვრთნელი იყო.