ერევანში ნიკიტა სიმონიანისა და „არარატის“ სამი წევრის ქანდაკებები მოიპარეს

18:01, 20.05.2020

სომხეთის დედაქალაქ ერევანში უცნობებმა მოიპარეს მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფორვარდის ნიკიტა სიმონიანის ქანდაკება, რომელიც „არარატ 73“-ის სკულპტურის ნაწილი იყო. ეს სკულპტურა „რაზდანის“ სტადიონის გვერდით დგას. ინფორმაცია სააგენტო „არმენპრესმა“ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ასევე მოიპარეს სომხური კლუბის ყოფილი წევრების – რობერტ ცაგიკიანის, ონიკ აბრამიანისა და არუთინ კეეიანის ქანდაკებები.

ეს სკულპტურა 2016 წელს დაიდგა საფეხბურთო კლუბ „არარატის“ საპატივცემულოდ, რომელმაც 1973 წელს სსრკ-ის ჩემპიონატი და სსრკ-ის თასი მოიგო.

ნიკიტა სიმონიანი 1973-74 და 1984-85 წლებში „არარატის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი