ერევანში ისტორიული ანისის ხიდის რესტავრაციასთან დაკავშირებული სომხურ-თურქული სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

13:40, 05.08.2026

ერევანში ისტორიული ანისის ხიდის რესტავრაციასთან დაკავშირებული სომხურ-თურქული სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. სომხური მედიის თანახმად, შეხვედრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერევანში ისტორიული ანისის ხიდის ერთობლივი აღდგენის შესახებ 2026 წლის 4 მაისს ხელმოწერილი ოქმის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას ხელმოწერილი ოქმის სწრაფი განხორციელებისთვის.

4 მაისს ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში სომხეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ანისის ხიდის აღდგენის შესახებ.

სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარე ისტორიული ხიდის აღდგენის შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს სომხეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა და სომხეთ-თურქეთის სამშვიდობო პროცესში სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუბენ რუბინიანმა და თურქეთ-სომხეთის სამშვიდობო პროცესში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა სერდარ კილიჩმა.

მსგავსი