ერევანში, „ჰაიატის“ ქსელის სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ
ერევანში, „ჰაიატის“ ქსელის სასტუმროში ევაკუაცია გამოცხადდა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ

ერევანში, „ჰაიატის“ ქსელის სასტუმროდან ევაკუაცია დაიწყო, – ამის მიზეზი სასტუმროში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მიღებული ინფორმაციაა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების სამსახური და გამნაღმველები.

სასტუმროსთან მისასვლელი გზები გადაკეტილია.

ობიექტის ყველა სტუმარი და პერსონალი ევაკუირებულია.