ერევანში „ღირსების მარში“ მიმდინარეობს
ერევანში „ღირსების მარში“ მიმდინარეობს

ერევანში „ღირსების მარში“ მიმდინარეობს. მსვლელობის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მსვლელობა დავით სასუნცის ძეგლიდან დაიწყო. მომიტინგეები სკანდირებენ – „ნიკოლ, წადი!“.

ერევანში „ღირსების მარში“ გასულ დღესაც გაიმართა. ორგანიზატორები მიმდინარე კვირის განმავლობაში მსვლელობის მოწყობას ყოველდღიურად გეგმავენ. შაბათს კი, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვაა დაანონსებული.