ერევანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ერევანში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში, შარლ აზნაურის სახელობის მოედანზე 21 სექტემბერს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ადგილზე პოლიციის ძალები და „წითელი ბერეტის“ წარმომადგენლები არიან მობილიზებული, რომლებიც დემონსტრანტებს რესპუბლიკის მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის გამართვისას, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ქვეყნის პრემიერის, ნიკოლ ფაშნიანის განცხადებით, დამოუკიდებლობის 30 წლისთავისთვის დაგეგმილია მასშტაბური ღონისძება, რომელიც ომში დაღუპულ მეომრებსაც მიეძღვნება, რასაც დაღუპულთა ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.