ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე აქცია ხვალ დილით განახლდება
ერევანში, ბაგრამიანის მოედანზე აქცია ხვალ დილით განახლდება

ერევანში აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ბაგრამიანის მოედანზე გადაინაცვლეს.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქტივისტების ნაწილი ღამეს ბაგრამიანის მოედანზე გაათენებს, ხოლო ნაწილი კი აქციას ხვალ დილით შეუერთდება. დილის 08:00 საათიდან მიტინგის მონაწილეები აქციას ოფიციალურად განაახლებენ.

მთელი დღის განმავლობაში ერევანში აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც მთავრობის სახლია. სავარაუდოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი სერჟ სარგსიანიც შენობაში იმყოფებოდა. მთავრობის სახლს სპეციალური დანიშნულების რაზმი იცავდა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ერევანში საპროტესტო აქციების 100-მდე მონაწილე დააკავეს.