ერევანში ანტისამთავრობო აქცია იმართება

20:06, 25.05.2022

ერევანში ანტისამთავრობო აქცია იმართება. სომხური მედიის ცნობით, დემონსტრაცია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიერაა დაგეგმილი. მომიტინგეები ამ წუთებში მსვლელობას მართავენ.

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ამასთან ერთად, აქციის მონაწილეები სომხეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოთქვას საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

აქციები სომხეთში მაისის დასაწყისიდან არ წყდება. აქტივისტები მოქმედ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინტერესების ღალატსა და აზერბაიჯანთან დათმობაზე წასვლაში ადანაშაულებენ.

მსგავსი