ერდოღანი - თურქეთმა შესაძლოა, ოპერაცია „ევფრატის ფარი“ განაახლოს
ერდოღანი - თურქეთმა შესაძლოა, ოპერაცია „ევფრატის ფარი“ განაახლოს

თურქეთის პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ აცხადებს, რომ ქვეყანამ შესაძლოა, სირიის ჩრდილოეთით ოპერაცია „ევფრატის ფარი“ განაახლოს. განცხადება ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამჯერად ტოკატის პროვინციაში, მხარდამჭერებთან სიტყვის გამოსვლის დროს გააკეთა.

„ალაჰის ნებით, უახლოეს დღეებში აფრინში „ევფრატის ფარის“ განახლების მიზნით პირველ ნაბიჯს გადავდგამთ. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ სამხრეთით ჩვენი საზღვარი ტერორისტებისგან დავიცვათ. შეიძლება, იქ ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შევიდეთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირონ თურქეთს.