ერდოღანი - თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი
ერდოღანი - თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთზე ეკონომიკური ზეწოლა  არაპერსპექტიულია.

„თურქეთის წინააღმდეგ სხვადასხვა კამპანია მიმდინარეობს, არ მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება. თუ მათ დოლარები აქვთ, ჩვენ ჩვენი ხალხი, სამართალი და ალაჰი გვყავს“,-განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, თურქული ლირის ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები დაუწესა, ამის მიზეზი ამერიკელი პასტორია, რომელიც 2016 წელს თურქეთში დააკავეს. შეერთებული შტატები მას შემდეგ მოუწოდებს თურქეთს, გაათავისუფლოს პასტორი, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორიზმში სდებს ბრალს.