ერდოღანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ პირობად ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ასახელებს
ერდოღანი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მთავარ პირობად ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ასახელებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა თურქეთის პრობლემაც არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თურქეთი ბოლომდე დაუჭერს მხარს აზერბაიჯანის ძალისხმევას აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მილიონზე მეტი ჩვენი ძმის ცრემლი, რომლებსაც წლებია, სამშობლო ენატრებათ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ბაქოში ვიზიტისას ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მთავარი პირობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა.

15 სექტემბერს აზერბაიჯანმა ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავი აღლუმით აღნიშნა.

დატოვე კომენტარი