რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზად არის, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს

თურქეთის პრეზიდენტი მზად არის, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს. ამის შესახებ რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქეთის მმართველი პარტიის პარტნიორ, ნაციონალისტური პარტიის ლიდერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში 2016 წლიდან მოქმედებს. ის თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ამოქმედდა.

თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნების წინ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარების რეჟიმის ვადას აღარ გაახანგრძლივებდა. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 1-ელი ივლისიდან გაუქმდება.