ერდოღანი - იერუსალიმი თურქეთისთვის იგივეა, რაც გალიპოლი
ერდოღანი - იერუსალიმი თურქეთისთვის იგივეა, რაც გალიპოლი

იერუსალიმი თურქეთისთვის იგივეა, რაც გალიპოლი – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში გამართულ აქციაზე განაცხადა.

თურქული გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, იერუსალიმის მხარდამჭერ დემონსტრაციას 500 ათასი ადამიანი ესწრება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, იერუსალიმის საკთხთან დაკავშირებით არა მხოლოდ მუსლიმებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ განიცადა მარცხი.

სტამბოლში აქციაზე იმყოფებიან პალესტინის პრემიერ-მინისტრი, ყატარის ემირი, ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ასევე იორდანიის მეფე.

გალიპოლის ბრძოლას თურქეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 1915 წელს ანტანტის ქვეყნებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის გალიპოლის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლაში გამარჯვება ოსმალეთს დარჩა.