ერდოღანი აცხადებს, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო, ამ თემაზე განცხადება გაკეთდა სომხეთის საგარეო უწყებაშიც
ერდოღანი აცხადებს, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო, ამ თემაზე განცხადება გაკეთდა სომხეთის საგარეო უწყებაშიც

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, კარგად გამოიყენოს რეგიონში მშვიდობის შესაძლებლობა და დაამყაროს პოზიტიური ურთიერთობა აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთმა სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო და გადადგმულმა ნაბიჯებმა მოსალოდნელი შედეგები გამოიღო“.

თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე დღეს განცხადება გაკეთდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. სომხეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ვაან უნანიანის თქმით, სომხეთი ელოდება, რომ თურქეთთან დიალოგის პროცესის შედეგად სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება და ორ ქვეყანას შორის საზღვარიც გაიხსნება.

სომხეთის და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრას მოსკოვში, 14 იანვარს გამართავენ.