ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციების მიუხედავად, თურქეთი დანებებას არ აპირებს
ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციების მიუხედავად, თურქეთი დანებებას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს.

„ ერთის მხრივ საუბარია სტრაგეტიულ პარტნიორობაზე, მეორე მხრივ კი, ზურგში გვირტყამთ. ამას ვერ მოვითმენთ“,- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების მიუხედავად, თურქეთი დანებებას არ აპირებს.

თურქეთის პრეზიდენტი სოციალური ქსელების თემასაც გამოეხმაურა. ერდოღანი ამბობს, რომ ეს ეკონომიკური ტერორია და საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური მედიის იმ მომხმარებელთაწინააღმდეგ გამოძიება დაიწყორომლებიცლირის გაუფასურებაზე წერდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია 346 მომხმარებელზე. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ისინი პროვოკაციულად წერდნენ, რამაც ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.