ერაყში ტერაქტის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ერაყში ტერაქტის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

ერაყში ტერაქტის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მოსულთან ახლოს მოხდა.

Reuters-ი ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორის ორი ჯარისკაცია. ამასთან, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას, რესტორანთან ახლოს ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენლები მომხდარში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ადანაშაულებენ.