ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული კონტინგეტიც არის დისლოცირებული, სარაკეტო იერიში განხორციელდა.

როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბაზას აბუ იზამის ტერიტორიიდან, 33 „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ესროლეს. ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილია შვიდი გამშვები სისტემა და 24 ჭურვი.

ეს მიმდინარე კვირაში თაჯის ბაზაზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. 11 მარტს სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედრო ემსხვერპლა. აშშ-მა იერიშზე პასუხისმგებლობა ირანის მხარდაჭერით მოსარგებლე ქათაიბ ჰეზბოლას ძალებს დააკისრა, რომელზეც საპასუხო იერიში მიიტანა.