ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში კიდევ ერთხელ განხორციელდა
ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში კიდევ ერთხელ განხორციელდა

ერაყში, თაჯის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ობიექტზე, სადაც უცხოელი და მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან, არიან დაშავებულები.

დაჭრილია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიტერორისტული კოალიციის სამი ჯარისკაცი და ორი ერაყელი სამხედრო მოსამსახურე.

ერაყის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ თაჯის სამხედრო ბაზის მიმართულებით „კატიუშას“ ტიპის 33 რაკეტა ისროლეს.

ერაყელმა ჯარისკაცებმა სამხედრო ბაზის სიახლოვეს 24 რაკეტა და 7 რაკეტების გამშვები დანადგარი იპოვეს.