ერაყში შიიტების დღესასწაულზე არეულობის დროს 31 ადამიანი დაიღუპა
ერაყში შიიტების დღესასწაულზე არეულობის დროს 31 ადამიანი დაიღუპა

ერაყში არეულობის დროს 31 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი შიიტების წმინდა დღეს ქალაქ ქარბალაში მოხდა.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდონიბით იუწყება, რომ აშურას დღეზე არეულობის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც სამგლოვიარო რიტუალის შესრულების დროს ერთ-ერთი მორწმუნე დაეცა. რიტუალს ერთობლივი მსვლელობის სახე აქვს, ამიტომ ერთი ადამიანის დაცემამ მსვლელობაში მონაწილე პირებში არეულობა გამოიწვია.

აშურას დღეზე დასასწრებად ყოველწლიურად ერაყის ქალაქ ქარბალაში ათობით ათასი შიიტი მუსლიმი ჩადის. რიტუალი მუსლიმური მთვარის კალენდრის პირველ თვეს ტარდება.