ერაყში საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ერაყში საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

რაყში საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დემონსტრანტებმა, რომლებიც შიიტ იმამ მოქთადა ალ-სადრს უჭერენ მხარს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას ითხოვენ, ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში შეღწევა მოახერხეს. მათი ნაწილი შეიჭრა პარლამენტშიც. ეს ამ კვირაში უკვე მეორედ ხდება. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს დაშავებულებს შორის 100 აქტივისტი და 20 სამართალდამცველია.

ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი შარშან ოქტომბრიდან არ წყდება. ქვეყანა უკვე 290 დღეზე მეტია, მთავრობის გარეშეა დარჩენილი. ერაყელი შიიტი იმამის მომხრეები ერაყის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრო-ირანელი კანდიდატის წარდგენას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.