ერაყში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ბლოკი მეორე ვადისთვის იბრძვის.
ერაყის საკანონმდებლო ორგანო 329 წევრისგან შედგება. როგორც „როიტერი“ წერს, სუდანის ბლოკი ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ თვეებში პარტიებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება სამთავრობო თანამდებობების გაყოფისა და პრემიერ-მინისტრის არჩევასთან დაკავშირებით.
ამომრჩეველთა აქტივობა ერაყში საკმაოდ დაბალია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს 2021 წელზე დაბალი აქტივობა იქნება.