ერაყში რუსეთის ელჩი - ერაყის თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა ბაღდადს C-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემა მიაწოდოს
ერაყში რუსეთის ელჩი - ერაყის თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა ბაღდადს C-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემა მიაწოდოს

ერაყში რუსეთის ელჩის განცხადებით, ერაყის თხოვნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა ბაღდადს C-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემა მიაწოდოს.

„იმედი მაქვს, ერაყის ხელისუფლებიდან ადგილობრივი წარმოების შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ახალ მოთხოვნას მივიღებთ და ეს ვრცელდება C-400-ზეც“, – აღნიშნა ერაყში რუსეთის ელჩმა.

მაქსიმ მაქსიმოვის განცხადებით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით რუსეთმა ერაყს დიდი რაოდენობით აღჭურვილობა მიაწოდა, რომლის ეფექტურობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში დადასტურდა.

C-400 რუსეთმა შეიარაღებაში 2007 წელს შეიტანა. სარაკეტო სისტემას სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე 400 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. სისტემა ასევე განკუთვნილია ქიმიური თავდასხმის დროს თავდაცვისთვის და ზებგერითი სამიზნეების წინააღმდეგ სამოქმედოდ.