ერაყში, ქალაქ ბასრაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში, ქალაქ ბასრაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქალაქ ბასრაში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აფეთქება ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრას ცეტრალურ უბანში, საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია 20 ადამიანი.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ადგილობრივი პოლიცია აწარმოებს. წინასწარი ვარაუდით, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულმა მოტოციკლმა გამოიწვია.