ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ბოლო 24 საათში ათი ადამიანი დაიღუპა

16:22, 07.11.2019

ერაყში ბოლო 24 სათის განმავლობაში, საპროტესტო აქციების დროს ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გარდაცვლილთა შორის ხუთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია.

ერაყში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო.

აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 250 ადამიანი, ასობით კი დაშავდა.

აქციის მონაწილეები მთავრობას უმოქმედობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

მსგავსი