ერაყში „კოვიდ-19“-ის 4 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ერაყში „კოვიდ-19“-ის 4 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ერაყში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ19“-ის შემთხვევების რაოდენობა უკვე 200 000-ს აჭარბებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონსვირუსით 6 353 ადამიანი დაიღუპა, 143 393 კი, გამოჯანმრთელდა.

ერაყში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაშია. ღამით ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. რესტორნების უმეტესობა დაკეტილია.