ერაყში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა
ერაყში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერაყში „კოვიდ-19“-ით 1202 ადამიანია ინფიცირებული.

ამასთან, ქვეყანაში 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 425 კი – გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევათა 25% ერაყის ქურთისტანზე მოდის.

ქვეყანაში 18 აპრილამდე საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი მოქმედებს.