ერაყში კორონავირუსის მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა
ერაყში კორონავირუსის მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ (Reuters) ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პირი ირანის იმ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც ვირუსია გავრცელებული. ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.