ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების არეალი სირიის საზღვრიდან სალაჰ-ედ-დინისა და ანბარის პროვინციებს მოიცავს.

მედიის ცნობით, მასშტაბური ოპერაცია რამდენიმე დღე გაგრძელდება. მისი მიზანი სირიის საზღვართან არსებულ რეგიონებში ამ დრომდე მყოფი ტერორისტებისგან გაწმენდაა.

2017 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ბაღდადმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ განაცხადა, თუმცა მას შემდეგ სალაჰ-ედ-დინისა და ანბარის პროვინციებში ტერორისტული თავდასხმები მაინც ხშირად ხდება.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურ სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014-2015 წლებში დაიკავა, რის შემდეგაც რადიკალების წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკანასკნელი ბასტიონი, სირიაში არსებული დასახლება ბაღუზი 2019 წლის მარტში დაკარგა.