ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 741 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 741 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ერაყში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2 741 ახალი შემთხვევა და ვირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“- ის 67 442 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 2 779 ადამიანი.

დატოვე კომენტარი