ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ერაყში განხორციელდება სპეცრეისი, როლითაც ერბილში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში ჩამოასვენებენ.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ამ სპეცრეისით ასევე დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მომენტისთვის ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას.

„აჭარის მთავრობასთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ერბილში, ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების მიმართულებით. მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ განხორციელდება სპეცრეისი. გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით ძალიან გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ საზღვრები, მივიღეთ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე ჩამოვასვენოთ სპეცრეისით. ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.